იტვირთება…

შინაარსზე გადასვლა
Polis.ge
სამოგზაურო დაზღვევაჯანმრთელობის დაზღვევაავტოდაზღვევა
კაბინეტი
მთავარზე დაბრუნება

წესები და პირობები

ბოლო განახლება: 2026 წლის 15 სექტემბერი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება polis.ge-ზე.

ვებგვერდს polis.ge მართავს კომპანია CAP Group LLC (საიდენტიფიკაციო ნომერი: 400465304), რომელიც საქართველოში სადაზღვევო პროდუქტებსა და პარტნიორულ შეთავაზებებთან დაკავშირებულ საინფორმაციო, საშუამავლო და მომსახურების სერვისებს უზრუნველყოფს.

ვებგვერდის გამოყენებით მომხმარებელი იღებს ვალდებულებას, დაიცვას წინამდებარე წესები და პირობები. შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი მათზე თანხმობას ვებგვერდზე ცალკე მოქმედებით ადასტურებს.

1. ზოგადი ინფორმაცია

Polis.ge უზრუნველყოფს JSC Insurance Company GPI Holding-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204426674; შემდგომში — სადაზღვევო კომპანია) სადაზღვევო პოლისების გაფორმების შესაძლებლობას. დაზღვევის გაფორმებისას Polis.ge მოქმედებს როგორც სადაზღვევო აგენტი სადაზღვევო კომპანიასთან დადებული სააგენტო ხელშეკრულების საფუძველზე. სადაზღვევო დაფარვისა და სადაზღვევო ანაზღაურების ვალდებულებები ეკისრება სადაზღვევო კომპანიას.

Polis.ge არ არის სადაზღვევო კომპანია.

პლატფორმა მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას:

  • გაეცნონ სადაზღვევო შეთავაზებებს;
  • შეავსონ განაცხადი დაზღვევაზე;
  • შეიძინონ პარტნიორი სადაზღვევო კომპანიის სადაზღვევო პოლისი;
  • მიიღონ წვდომა დამატებით პარტნიორულ შეთავაზებებსა და სერვისებზე.

სადაზღვევო პოლისები ფორმდება სადაზღვევო კომპანიის სისტემაში მომხმარებლის მიერ წარდგენილი განაცხადისა და მონაცემების საფუძველზე. Polis.ge თავისი სააგენტო უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს პოლისის გაფორმებასა და მომხმარებლისთვის გაგზავნას.

სადაზღვევო დაფარვის მოცულობა, ლიმიტები, გამონაკლისები, ანაზღაურების პირობები და სხვა დებულებები განისაზღვრება სადაზღვევო პოლისის პირობებითა და სადაზღვევო კომპანიის წესებით.

წინამდებარე წესებსა და მომხმარებელსა და Polis.ge-ს შორის ურთიერთობებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა. ამ წესების დებულებები არ ზღუდავს მომხმარებლის იმ უფლებებს, რომელთა ხელშეკრულებით შეზღუდვა კანონით დაუშვებელია.

2. სადაზღვევო პროდუქტები

Polis.ge მოქმედებს როგორც საინფორმაციო და საშუამავლო პლატფორმა მომხმარებელსა და სადაზღვევო კომპანიას შორის.

სადაზღვევო შემთხვევებს განიხილავს, სადაზღვევო ანაზღაურებაზე გადაწყვეტილებებს იღებს და სადაზღვევო დაფარვის ვალდებულებებს ასრულებს პოლისში მითითებული სადაზღვევო კომპანია.

დაზღვევის პირობები განსხვავდება არჩეული პროდუქტის მიხედვით. გადახდამდე მომხმარებელს მიეწოდება ინფორმაცია მზღვეველის, დაზღვევის მოქმედების ტერიტორიისა და ვადის, დაფარვის დაწყების, სადაზღვევო თანხის, ლიმიტების, ფრანშიზის არსებობის შემთხვევაში, შეზღუდვებისა და გამონაკლისების, დაზღვეულთა მიმართ მოთხოვნებისა და სადაზღვევო დახმარების მოთხოვნის წესის შესახებ. არჩეული პროდუქტის სრული პირობები ხელმისაწვდომია Polis.ge-ს ვებგვერდზე.

ვებგვერდზე სადაზღვევო პროდუქტის აღწერა შეიძლება შემოკლებული სახით იყოს წარმოდგენილი და უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ სადაზღვევო პირობებს. დაფარვის სრული მოცულობა, შეზღუდვები და სადაზღვევო დახმარების მიღების წესი განისაზღვრება სადაზღვევო პოლისითა და დაზღვევის პირობებით.

შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სადაზღვევო პოლისის პირობებსა და სადაზღვევო კომპანიის ოფიციალურ წესებს.

3. გადახდა და თანხის დაბრუნება

შეკვეთის საბოლოო ღირებულება და გადახდის ხელმისაწვდომი მეთოდები მომხმარებელს ეცნობება გადახდამდე.

არჩეული სადაზღვევო პროდუქტის პირობები მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია გადახდამდე. გადახდის დადასტურებისა და აუცილებელი მონაცემების მიღების შემდეგ ფორმდება სადაზღვევო პოლისი, რომელიც იგზავნება მომხმარებლის მიერ მითითებულ ელფოსტაზე.

სადაზღვევო დაფარვის დაწყების თარიღი და დრო განისაზღვრება პოლისითა და დაზღვევის პირობებით. თანხის მიღება ან მომხმარებლისთვის პოლისის გაგზავნა თავისთავად არ ნიშნავს, რომ სადაზღვევო დაფარვა უკვე ამოქმედდა.

პოლისის გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პირობები, ასევე მიმართვის წესი განისაზღვრება Polis.ge-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული თანხის დაბრუნების პოლიტიკით.

4. სპეციალური შეთავაზებები

Polis.ge-მ შეიძლება მომხმარებლებს შესთავაზოს სპეციალური შეთავაზებები. მათი პირობები ცალკე ქვეყნდება; მათზე ასევე ვრცელდება წინამდებარე წესები და პირობები, თუ ცალკე პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

Polis.ge არ არის პასუხისმგებელი:

  • სადაზღვევო კომპანიის გადაწყვეტილებებზე;
  • ანაზღაურებაზე უარის თქმაზე;
  • სადაზღვევო დაფარვის შეზღუდვებზე;
  • პარტნიორების მომსახურების ხარისხზე;
  • მესამე პირების მიერ გამოწვეულ შეფერხებებზე;
  • პლატფორმისგან დამოუკიდებელ ტექნიკურ ხარვეზებზე.

ეს შეზღუდვები არ ათავისუფლებს Polis.ge-ს საკუთარი ვალდებულებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობისგან.

სადაზღვევო მომსახურებას უზრუნველყოფს სადაზღვევო კომპანია სადაზღვევო ხელშეკრულებისა და მასზე მოქმედი წესებისა და პირობების საფუძველზე.

6. მომხმარებლის ვალდებულებები

მომხმარებელი ვალდებულია:

  • განაცხადის შევსებისას მიაწოდოს სანდო ინფორმაცია;
  • არ გამოიყენოს Polis.ge უკანონო მიზნებისთვის;
  • არ განახორციელოს მოქმედებები, რომლებიც არღვევს ვებგვერდის მუშაობას.

პოლისში შეცდომის აღმოჩენისას მომხმარებელი მიმართავს Polis.ge-ს მხარდაჭერის სამსახურს. შესწორების შესაძლებლობა, ვადები და წესი დამოკიდებულია შეცდომის ხასიათსა და დაზღვევის პირობებზე.

Polis.ge უფლებამოსილია შეზღუდოს ვებგვერდზე წვდომა ან უარი თქვას ახალი შეკვეთის გაფორმებაზე, თუ არსებობს თაღლითობის, განზრახ მცდარი ინფორმაციის მიწოდების ან ვებგვერდის მუშაობაში ჩარევის დასაბუთებული ნიშნები.

წვდომის შეზღუდვა თავისთავად არ წყვეტს ადრე გაცემული სადაზღვევო პოლისების მოქმედებასა და Polis.ge-ს ვალდებულებებს გადახდილ შეკვეთებთან დაკავშირებით.

7. ინტელექტუალური საკუთრება

ვებგვერდის დიზაინზე, ინტერფეისზე, Polis.ge-ს ლოგოზე, საკუთარ ტექსტებზე, გრაფიკულ მასალებსა და პროგრამულ კომპონენტებზე უფლებები ეკუთვნის CAP Group LLC-ს ან შესაბამის უფლებათა მფლობელებს. მათი კოპირება, გადამუშავება, გავრცელება ან სხვა ვებგვერდების, პროგრამებისა და სერვისების შესაქმნელად გამოყენება უფლებათა მფლობელის ნებართვის გარეშე აკრძალულია. მომხმარებელს შეუძლია შეინახოს სადაზღვევო დოკუმენტები პირადი გამოყენებისა და პოლისით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებისთვის.

8. კონფიდენციალურობა

პერსონალური მონაცემები მუშავდება Polis.ge-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. მასში აღწერილია დამუშავების მიზნები და საფუძვლები, მონაცემთა გადაცემა და მომხმარებლის უფლებები. როდესაც დამუშავებისთვის მომხმარებლის თანხმობაა საჭირო, იგი ცალკე მოითხოვება შესაბამისი დამუშავების დაწყებამდე.

9. პირობების ცვლილება

წინამდებარე წესებისა და პირობების მოქმედი ვერსია ქვეყნდება polis.ge-ზე ბოლო განახლების თარიღის მითითებით და ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის ყოველი განაცხადის შევსებისას.

10. საკონტაქტო ინფორმაცია

CAP Group LLC

საიდენტიფიკაციო ნომერი: 400465304 იურიდიული მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ზვეზსუბანი, XI მიკრორაიონი, II კვარტალი, კორპუსი 21A, ბინა 54

https://polis.ge/

insurance@polis.ge

ტელეფონი: +995591000053