ყველა კვლევა

Polis.ge-ის კვლევა · იანვარი-სექტემბერი 2026

ვინ ყიდულობს დაზღვევას Polis.ge-ზე: მოქალაქეობა და ვადის არჩევა

2026 წლის იანვრიდან სექტემბრამდე Polis.ge-ზე სამოგზაურო დაზღვევას 81 ქვეყნისა და ტერიტორიის მოქალაქეებისთვის ყიდულობდნენ. ყველაზე მეტი დაზღვევა უკრაინის, რუსეთისა და ყაზახეთის მოქალაქეებისთვის შეიძინეს. კვლევაში ასევე შეადარეს დაზღვევის ვადები ქართული და სხვა ქვეყნის ტელეფონის ნომრის მითითებისას.

Polis.ge ·

რომელი ქვეყნების მოქალაქეები ყიდულობდნენ დაზღვევას

ამ პერიოდში შეკვეთებში მითითებულ დაზღვეულებს შორის უკრაინის მოქალაქეების წილი 25.2% იყო, რუსეთის - 24.0%, ყაზახეთის - 13.3%. მათ ბელარუსი და სომხეთი მოსდევდა. პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ აზერბაიჯანი, ჩინეთი, აშშ, საბერძნეთი და უზბეკეთი.

ათი ყველაზე გავრცელებული მოქალაქეობა Polis.ge-ის კვლევაში
მოქალაქეობადაზღვეულთა ჩანაწერების წილი
უკრაინა25.2%
რუსეთი24.0%
ყაზახეთი13.3%
ბელარუსი5.6%
სომხეთი3.9%
აზერბაიჯანი2.4%
ჩინეთი2.2%
აშშ1.9%
საბერძნეთი1.5%
უზბეკეთი1.5%

რამდენად ხშირად უთითებდნენ ქართულ ტელეფონის ნომერს

დაზღვეულთა 25.5%-ისთვის დაზღვევის შეძენისას ქართული ტელეფონის ნომერი მიუთითეს. რუსეთის მოქალაქეებს შორის ეს წილი 43.7% იყო, ბელარუსის - 29.3%, უკრაინის - 22.9%, ყაზახეთის - 16.1%.

შეკვეთაში ქართული ნომრის მქონე ჩანაწერების წილი მოქალაქეობის თითოეულ ჯგუფში
მოქალაქეობატელეფონი კოდით +995
რუსეთი43.7%
ბელარუსი29.3%
უკრაინა22.9%
ყაზახეთი16.1%

ქართული ნომრით უფრო ხშირად ყიდულობდნენ 90 დღეზე მეტი ვადის დაზღვევას

რუსეთის მოქალაქეებს შორის, რომელთა დაზღვევის შეძენისას ქართული ტელეფონის ნომერი მიუთითეს, 90 დღეზე მეტი ვადის დაზღვევის წილი 14.0% იყო. სხვა ქვეყნის ნომრის შემთხვევაში - 3.0%. უკრაინის მოქალაქეებს შორის შესაბამისი წილები 11.2% და 3.1% იყო.

90 დღეზე მეტი ხნით დაზღვევის წილი თითოეულ ჯგუფში
მოქალაქეობა+995 ნომრითსხვა კოდით
რუსეთი14.0%3.0%
უკრაინა11.2%3.1%

კვლევა ეფუძნება სამოგზაურო პოლისების შეკვეთებს. პირობები და დაფარვის ხელმისაწვდომი ვარიანტები მოცემულია სამოგზაურო დაზღვევის გვერდზე.

სამოგზაურო დაზღვევის პირობები